in

დავით მესხი: ნაკრებში თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა და მე ეს ოცნება ავიხდინე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ამსტერდამში 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს.

პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ნიდერლანდების დამარცხებას შეეცდებიან. ნიდერლანდების შემდეგ კი, ნაკრებს ყველაზე პრინციპული მატჩი ელის “დინამო არენაზე” რუსეთის წინააღმდეგ.

პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართით პირველი მატჩი ჩაატარა კრასნოიარსკის “ენისეის” ფრთამ დავით მესხმა, რომელთანაც ჩვენ მოკლე კომენტარი ჩავწერეთ.

“ყველა მორაგბის მთავარი ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით თამაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. ბორჯღალიანი კვართით თამაში დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა. საოცარი შეგრძნებაა ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში. მათგან დიდი მუხტი და ენერგია მოდის, რაც არ გვაძლევს უფლებას მოედანზე ბოლომდე არ დავიხარჯოთ. მნიშვნელობა არ აქვს რუსეთია მეტოქე, პორტუგალია, თუ სხვა. ყველა მატჩში მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს და ყველასთან ერთნაირი თავდადებით ვთამაშობთ”, – უთხრა დავით მესხმა sport4me.ge-ს.

ნიდერლანდები-საქართველოს მატჩი ხვალ, თბილის დროით, 16:15-ზე დაიწყება. 27 თებერვალს კი, “დინამო არენაზე” “ბორჯღალოსნების” 250-ე საიუბილეო მატჩია, რუსი “დათვების” წინააღმდეგ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მატჩის გმირი: ინჯგიამ აპოლონს ბოლო წუთზე მოაგებინა

ასეთი რამ გაგონილა: გულშემატკივრებს ციხეში სვამენ თუ გუნდის მაისურს ჩაიცმევენ