„ზურიკო დავითაშვილი – 2025/26 წლების სეზონში ლიგა 2-ის ფლანგის ახალი მეფე“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი ფრანგულმა გამოცემა madeinsaint-etienne-ის ჟურნალისტმა გრეგ კოტრემ.
„ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენში“ მოსვლა იყო ერთგვარი რისკი. დღეს, 2026 წლის დასაწყისში, ეჭვი აღარ არსებობს: ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
ყველაზე მეტად მასში ის უნარი მაოცებს, რომ შეუძლია ყველაზე უვნებელი მომენტი გოლის გატანის შესაძლებლობად აქციოს. 2026 წლის თებერვალში ყველა შეჯიბრებაში 10 გოლი გაიტანა. ის „სენტ-ეტიენის“ შეტევის მამოძრავებელი ძალაა.
ქართველმა ფეხბურთელმა სახლი „სენტ-ეტიენში“ იპოვა და „ჟოფრუა-გიშარის“ გულშემატკივრები მართლები არიან, რომ მის სახელს ყველა მატჩზე სკანდირებენ. დავითაშვილის მთავარი ღირსება კი მრავალფეროვნებაა. მისი მოძრაობები ზოგჯერ „ლივერპულში“ მო სალაჰის საუკეთესო პერიოდს მახსენებს.
ზურიკოს თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. მის ყველა მოძრაობას შეუძლია თამაშის შედეგის შეცვლა. სწორედ ასეთი შემოქმედებითი გენიოსობა აკლია ჩვენს ლიგას.
რამდენიმე მსხვილმა ევროპულმა კლუბმა „სენტ-ეტიენში“ ემისრები უკვე გაგზავნა. საუბარია „ბენფიკას“ კონკრეტულ ინტერესზე, რომელმაც უკვე შესთავაზა თითქმის 8 მილიონი ევრო.
„სენტ-ეტიენი“ დილემის წინაშე დგას. უნდა გაყიდოს ვარსკვლავი ბიუჯეტის შესავსებად, თუ დაიტოვოს ევროპულ ფეხბურთში მოსახვედრად? ჩემთვის, ზურიკო „სენტ-ეტიენის“ ახალი პროექტის სახეა. მისი დაკარგვა ამ სეზონში საშინელ სიგნალს გაუგზავნის გულშემატკივრებს. მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და ახლა დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ვინგერია ამ 2025/26 წლების სეზონში?
მისი თანმიმდევრულობისა და გუნდის შედეგებზე პირდაპირი გავლენის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ კი. ზურიკოს მოაქვს მაგიის ნაპერწკალი, რომელიც ცოტას გააჩნია“, – წერს ფრანგი ჟურნალისტი.
1tv.ge


GIPHY App Key not set. Please check settings