ლიგა 2 დაიწყო და ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმაც“, რომელმაც სტუმრად „ლავალთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 3:3.
ქართველი შემტევი 62-ე წუთზე შევიდა.
მოგეხსენებათ, ჩვენიანი კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაშია, მიუხედავად ამისა, ის განაცხადში შეიყვანეს.
ლავალი – სენტ-ეტიენი 3:3
გოლები: 1:0 ჩოკუნტე (16), 1:1 კარდონა (27), 1:2 ბოაკიე (35), 2:2 ჩოკუნტე (41, პენ), 2:3 ოლდი (51), 3:3 კლავრიოლი (87)
გაძევება: პალენარი (90+6, ლავალი)
მომდევნო მატჩს „სენტ ეტიენი“ 16 აგვისტოს, შინ „როდეზთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings