in

დავითაშვილი ძირითადში დაბრუნდა და გაიტანა: ბორდო მეორეზე გადავიდა

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითადში დაბრუნდა და გოლიც გაიტანა.

ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ 3:0 დაამარცხა „გრენობლი“.

ქართველმა გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. ზურიკომ ბურთი მოედნის სიღრმეში მიიღო, მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.

25 შეხვედრაში ეს დავითაშვილის მესამე გოლია.

დავითაშვილი მატჩის დასაწყისში ძალიან აქტიური იყო, მეტოქის კარის აღება რამდენჯერმე სცადა. მან შეუცვლელად ითამაშა.

32-ე ტურის შემდეგ „ბორდოს“ 59 ქულა აქვს, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ გადაასწრო (58 ქულა) და მეორე ადგილი დაიბრუნა.

მომდევნო შეხვედრა „ბორდოს“ 29 აპრილს აქვს სტუმრად „ვალენსიენთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, ვირტუსმა ზედიზედ მესამედ მოიგო

ბათუმელები დომინირებენ: პირველი წრე შეჯამდა და საუკეთესოები გამოვლინდნენ