„ეკიპი“ წერს, რომ ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს წასვლა უნდათ, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ კარი გამოუკეტა:
„გასულ სეზონში „მწვანეების“ ორ საუკეთესო ბომბარდირს, ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს ზაფხულის ბოლომდე გუნდის დატოვების სურვილი აქვთ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ლიგა 1-ში უმალ დასაბრუნებლად მათი დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ისინი ერთ ნავში არიან და გადახტომა უნდათ, რათა ცურვა უმაღლეს დონეზე განაგრძონ. 20 წლის ბელგიელი ჯერ კიდევ აღდგენის სტადიაშია, 24 წლის ქართველს კი კუნთის პრობლემა აქვს და ამიტომ „ლავალთან“ პირველი ტურის მატჩში მისი მონაწილეობა რთულად წარმოსადგენია.
კლუბი, რომელიც ერთ წელზე მეტია კანადელი მილიარდერის ლარი ტანენბაუმის საკუთრებაშია, საბანკო ანგარიშის შესავსებად არ თვლის საჭიროდ თავისი მთავარი აქტივების გაყიდვას. გუნდის ახალ ლიდერებს დიდი ამბიციები გააჩნიათ და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადებად რჩებიან. გასულ წელს 19 წლის მატის ამუგუ „ჩელსის“ 15 მილიონ ევროდ მიჰყიდეს (ახლა სტრასბურგში თამაშობს), თუმცა ამ ორ ფეხბურთელთან მიმართებაში სრულიად სხვა დამოკიდებულებაა.
ისინი კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდე არიან დაკავშირებული, „სენტ-ეტიენიდან“ ლიგა 1-ში გასულ სეზონში გოლების უმეტესობა გაიტანეს და ერთი წლის განმავლობაში მათი სატრანსფერო ღირებულება სამჯერ მეტად გაიზარდა – სტასენის 5 მილიონიდან 18 მილიონამდე, ხოლო დავითაშვილის 3 მილიონიდან 10 მილიონამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ორივეს ფასმა ლიგა 2-შიც შესაძებელია მოიმატოს და გასხვისებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ბელგიელის და ქართველის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას მიიღებენ“.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings