სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი ზურიკო დავითაშვილია – ასე შეაფასა პირველი წრის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ გადასული ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი და მისი საუკეთესო მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ანუ „სენტ-ეტიენის“ 12 გოლიდან 7-ში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ გადასვლამდე ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო შეფასება 3 მილიონი ევრო იყო. ოქტომბერში მისი საბაზრო ღირებულება ჯერ 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, წლის ბოლოს კი – 8 მილიონამდე და გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა.
დავითაშვილმა „სენტ-ეტიენთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი 2024 წლის 11 ივლისს გააფორმა. მის ტრანსფერში 5 მილიონი ევრო (პლუს 1 მილიონი ევრო პოტენციური ბონუსებით) გადაიხადეს და მან ეს ნდობა კონკრეტული შედეგებით გაამართლა.
5 ოქტომბერს ლიგის მატჩში „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველი ქართველი მოთამაშე გახდა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ეს შეძლო. 26 ოქტომბერს „ანჟესთან“ გატანილი კიდევ ორი გოლის შემდეგ, დავითაშვილი საფრანგეთის მოთამაშეთა პროფკავშირებმა (UNFP) თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings