ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. ქართველი ფეხბურთელით ლიგა 1-ის წარმომადგენელი “ლორიენია” დაინტერესებული. ამაზე MatchDay წერს.
მოგახსენებათ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილი შესაძლოა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში” გადასულიყო, მერე მეორე ბელგრადული კლუბი – „პარტიზანიც“ ითქვა.
ფეხბურთელის ოჯახში “პირველ არხს” უთხრეს, რომ სერბეთში ზურიკოს წასვლაზე ლაპარაკი არც ყოფილა, რადგან მას მიწვევა უკეთეს ლიგიდან აქვს.
“ლორიენი” ჩემპიონატის პირველ მატჩს დღეს სტუმრად “რენთან” გამართავს.
გასულ სეზონში კი გუნდმა მე-16 ადგილი დაიკავა – 38 მატჩიდან 8 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 36 ქულას მოუყარა თავი.
გუნდმა 2002 წელს საფრანგეთის თასი აიღო, რაც მისი ყველაზე დიდი მიღწევაა.
GIPHY App Key not set. Please check settings