ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერს, „მარსელს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით წააგო – 1:5.
ზურიკო ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
მისი პასით პეტროს ახლოდან გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. თავად ზურიკომ ორჯერ სცადა თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ორივე შემთხვევაში მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.2.
მარსელი – სენტ-ეტიენი 5:1
გოლები: 1:0 გუირი (27), 2:0 გრინვუდი (50, პენ), 3:0 მურილიო (58), 4:0 გუირი (60), 5:0 რაბიო (77), 5:1 სტასენი (79)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 22 თებერვალს „ანჟეს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings