in

დავითაშვილის თამაშისთვის თვალის მოცილება მიჭირდა… ზურიკოს მწვრთნელი აქებს

ზურიკო დავითაშვილი “სენტ ეტიენთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ფრანგული მედია კმაყოფილია “მწვანეების” მიერ განხორციელებული სატრანსფერო პოლიტიკით. “სენტ ეტიენის” ახალწვეულები არიან იუნუს აბდელჰამიდი, ბენ ოლდი, ოგუსტინ ბოაკიე, ზურიკო დავითაშვილი…

პირველი სამი უკვე შეუერთდა “სენტ ეტიენს”. დავითაშვილი კი სულ მალე ჩაერთვება პროცესში. ზურიკომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და, ცხადია, მისი შვებულება სხვებისაზე უფრო გრძელი აღმოჩნდა.

ამასობაში, “კლერმონთან” საკონტროლო მატჩის დასრულების შემდეგ “სენტ ეტიენის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ’ოლიომ განაცხადა, რომ კლუბი სწორედ დავითაშვილის სტილის ტექნიკურ ფეხბურთელს ეძებდა.

“ზურიკოს შვებულება თითქმის დასრულდა. ვუყურებდი ევროპის ჩემპიონატს და, ამასთან ერთად, ვფიქრობდი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა “სენტ ეტიენის” თამაშს.

მართალია, დავითაშვილი თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 2-ში, მაგრამ მას თავისი სათამაშო კლასი მხოლოდ იქ არ დაუმტკიცებია. ის თვით კონტინენტის პირველობაზეც ძალიან სასარგებლო მოთამაშე იყო საქართველოს ნაკრებისთვის. ლეპტოპში და მობილურ ტელეფონზე ვუყურებდი როგორც “ბორდოს”, ისე საქართველოს ნაკრების თამაშებს.

ზურიკოს თამაშის ყურება იმდენად სასიამოვნო იყო, რომ თვალის მოცილება მიჭირდა. ჩვენ საქმე გვაქვს ფეხბურთელთან, ვისაც შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა”, – თქვა “სენტ ეტიენის” დამრიგებელმა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის შევხვდებით თუ მოვიგეთ… კონფერენს ლიგის წილისყრა

არ დავნებდი, ვიბრძოლე და მოვახერხე დაბრუნება… ახლა საქმეს უნდა მივხედოთ – რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი