საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეთებული “სენტ ეტიენის” შემადგენლობაში ახალი სეზონისთვის ემზადება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ის ტურნირი არ არის, სადაც ქართველ გულშემატკივარს ზურიკოს ხილვა სურს.
მით უმეტეს, დავითაშვილს მსურველები არ აკლია როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აგერ, თურქული მედიის ინფორმაციით გააქტიურდა “ბეშიქთაში”.
ამ ცნობას თურქული მედია ავრცელებს. დავითაშვილის გარდა, “სენტ ეტიენში” კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელია – ლუკა სტასენი. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა “მწვანეების” ნორვეგიელმა დამრიგებელმა, ერიკ ჰორნელანდმა:
“მათი შესაძლო წასვლა დამოკიდებულია ჩვენზე. ისინი არიან ფეხბურთელები, რომელთაც კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. სასიხარულოა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს აქვთ ამბიცია, ითამაშონ უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ…
ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ფეხბურთელები იმ გუნდის ნაწილი იყვნენ, რომელიც ლიგიდან გავარდა. “სენტ ეტიენის” ფინანსური მდგომარეობა კარგია, ამიტომ არ გვაქვს მათი გაყიდვის აუცილებლობა. და თუ მაინც წავლენ ისინი, ეს მოხდება მხოლოდ ჩვენი პირობებით.
მჯერა, ისინი იშრომებენ და ორიენტირებულები იქნებიან “სენტ ეტიენზე” და თუ მერე რამე შეიცვლება, ეს სხვა თემაა”, – ამბობს “სენტ ეტიენის” მთავარი მწვრთნელი.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings