ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ში 29-ე ტურის მატჩი სხვებზე ოდნავ მოგვიანებით გამართა და სტუმრად „გენგამთან“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 71-ე წუთზე შეუშვეს.
დამატებულ წუთებზე ქართველმა კონტრშეტევა წამოიწყო და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც კი დატოვა, მაგრამ ბაჯიმ შანსით ვერ ისარგებლა.
ახლა „ბორდო“ 53 ქულით მე-2 ადგილზეა და გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ 2 ქულით ჩამოიტოვა.
„ბორდო“ 8 აპრილს „ბასტიას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings