in

დავითაშვილით პანათინაიკოსი დაინტერესდა

ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც იტალიური და ესპანური კლუბებიც იწვევენ, საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, „პანათინაიკოსის“ სასურველი მარცხენა შემტევების სიის ლიდერია – „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველზე ინფორმციას სააგენტო Athens-Macedonian News Agency (ANA-MPA) ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული.

„ერთ-ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც „პანათინაიკოსს“ სურს, მარცხენა ვინგერის პოზიციაა. ათენელების განსაკუთრებულ ინტერესს „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი იწვევს.

საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ხანია, ათენელები ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

24 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ორი წელი გაატარა „ბორდოში“ (14 გოლი, 12 საგოლე გადაცემა 71 თამაშში), ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგან იყო, ვინც გასულ სეზონში „სენტ-ეტიენში“ გამოირჩეოდა. მან 34 ოფიციალურ მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დავითაშვილს არ უნდა მეორე დივიზიონში თამაში და წასვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ეს მარტივად მოსაგვარებელი ტრანსფერი არ იქნება, რადგან ფრანგულმა გუნდმა გასულ ზაფხულს ქართველის დასამატებლად 6 მილიონი ევრო გადაიხადა, ინტერესს ასევე იტალიისა და ესპანეთის გუნდები იჩენენ.

წყაროს ცნობით, „პანათინაიკოსმა“ ფეხბურთელს უკვე გააცნო საინტერესო პროექტი, რათა კარიერის საბერძნეთში გაგრძელების პერსპექტივაში დაერწმუნებინა“, – ამტკიცებს ბერძნული სააგენტო.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია

ხვიჩას ბოდიში მოუხადეს