in

დავეხმაროთ ზურიკოს გახდეს თვის ფეხბურთელი: მიეცი ხმა

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატი სულ სამია: „დიჟონის“ თავდამსხმელი ლუმ შაუნა, „ლავალის“ განელი შემტევი დემბო სილა და „ბორდოს“ ქართველი.

საუკეთესოს გულშემატკივრები ირჩევენ.
„დროა ავირჩიოთ მაისის თვის მოთამაშე“ – წერია ლიგა 2-ის „ტვიტერის“ გვერდზე.

სასიხარულოა, რომ გამოკითხვაში დავითაშვილი ლიდერობს. ასე რომ, შეგვიძლია ჩვენც მივეხმაროთ და ზურიკო თვის ფეხბურთელად ვაქციოთ.

ხმის მიცემა ხუთშაბათამდე, 1-ელი ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობა შესაძლებელია ბმულზე

ზურიკომ მაისში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა, ორ შეხვედრაში კი მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩვენიანი სამჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია ფინალს მიუახლოვდა

ხვიჩა წლის სიმბოლურშია