in

დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი: გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია – ფოტო

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). მესამე ცდაზე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ამასთან რიგით 38-ე ოლიმპიური ჩემპიონი!

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა მძიმეწონოსანმა მედლისკენ სვლა 9 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს დაასრულა.

პეტრიაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში დაეჭიდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს და 10-9 გაიმარჯვა.

„დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი“ – ასეთია ჩემპიონის პირველე კომენტარი.

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება. ის ასევე არის სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონი.

გენო ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის აღზრდილია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თავს საზღვრებს არ ვუწესებ: მიქაუტაძე ლიონზე, გუნდზე, მიზნებზე…

ლაშა ტალახაძე 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია – ასეთი ემოციები არასდროს მქონია