ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ იტალიის პირველობის განაცხადში უკვე შეიყვანა და კლუბის ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისის განცხადებაც გაავრცელა.
„პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოხარულია გაცნობოთ, რომ „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ მთლიანად გამოისყიდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი“, – წერია კლუბის განცახდებაში.
კვარაცხელიას ტრანსფერს sportmediaset-ის (იტალიური სატელევიზიო ქსელი) ვებგვერდი გამოეხმაურა:
„ნაპოლი“ ეგებება კვარაცხელიას – მოგესალმებით, ხვიჩა!
ქართველი პირველ ნაბიჯებს დგამს სერია ა-ში: ის ნეაპოლში ოფიციალურად გადავიდა. მისი სახელის გაცნობა უახლოეს მომავალში მოგვიწევს, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩამოვიდა. ქართველის კონტრაქტი ლიგას ჩააბარეს და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი სრულფასოვანი „ლურჯი“ გახდა. ამავე დროს, გუნდმა სიახლე სოციალური მედიაში გაავრცელა.
„მოგესალმებით, ხვიჩა“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ პოსტში.
ამის შემდეგ, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალწვეულს ტვიტერის გვერდზე მიესალმა:
„დაე, ზღვისა და ცის ლურჯი ფერი იყოს შენი სულისა და შენი ფეხების ფერი, რამაც „ნაპოლის“ უფრო მეტ გამარჯვებებს უნდა შეუწყოს ხელი“.
„ნეაპოლიტანური სამყარო იმედოვნებს, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრე მოძებნეს ან შესაძლოა, უფრო უკეთესიც, თუ იმას გავითვალისწინებთ, იტალიაში მის ჩამოსვლას როგორი აჟიოტაჟიც ახლდა. კვარაცხელიას თავგადასავალი იტალიაში 6 ივლისს დაიწყება, როცა ქართველი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ვოლტურნოს ბაზის კარიბჭეს გადაკვეთს. იქიდან ის დანარჩენ გუნდთან ერთად დიმაროს შეკრებაზე წავა“, – წერს sportmediaset.
GIPHY App Key not set. Please check settings