in

დადგა ეს მომენტიც… დღეს ფუტსალის საქართველო ევროპას იწყებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, რიგაში გამართავს. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა.

ავთანდილ ასათიანი:
„დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ.

ირაკლი თოდუა:
„შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ”.

ლატვია – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 24 წუთი, 11 ქულა და ბარსას 2 წამით ადრე მოგებული თამაში: შერმადინმა უფრო მარტივად მოიგო

ზურიკომ სეზონის ბოლომდე დავრჩებიო