ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის პორტუგალიის ქალაქ პორტოში, სტადიონ „დრაგაუზე“ გადაიტანეს. ამის შესახებ უეფას პრეს-სამსახური იუწყება.
თავდაპირველად თამაში სტამბოლში, ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო. თუმცა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა კორონავირუსის მხრივ. დიდმა ბრიტანეთმა თურქეთი ტურისტების კუთხით წითელ სიაში შეიყვანა.
ადრე ითქვა, რომ შესაძლო იყო თამაში ლონდონში, „უემბლიზე“ გადაეტანათ ან ლისაბონში. ლონდონის ვარიანტი იმიტომ გამოირიცხა, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ დათანხმდა შეემსუბუქებინა შეზღუდვები გამონაკლისის სახით უეფას წარმომადგენლებისთვის, მაუწყებლებისთვის, სპონსორებისა და VIP-პერსონებისთვის.
ფინალი 29 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“სიტიმ” და “ჩელსიმ” ფინალისთვის 6-6 ათასი ბილეთი მიიღეს.
რაც შეეხება სტამბოლს, მას ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ალბათობით 2023 წელს მისცემენ.
GIPHY App Key not set. Please check settings