in

დააწყნარეს: ფიფამ წლის ფეხბურთელის პრიზი ვინისიუსს მისცა

2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი გახდა. ასეთია ფიფას ვერსია და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ თავისი პრიზი The Best ბრაზილიელ ფეხბურთელს მიაკუთვნა, რომელიც ნაწყენი დარჩა, რომ „ოქროს ბურთი“ სხვას მისცეს. ამის გამო გეხსომებათ მაშინ ფეხბურთელმა და მადრიდის „რეალმა“ ბოიკოტიც კი გამოუცხადეს.

მეორე ადგილზე გავიდა როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.

სხვათა შორის, როდრიმ მოიგო მწვრთნელებისა და მედიის გამოკითხვაში, ვინისიუსმა კაპიტანბისა და გულშემატკივრების ხმებით აჯობა.

ფიფას გამოქვეყნებული მონაცემებით, ბრაზილიელმა 48 ქულა მოაგროვა, როდრიმ – 43. მესამეზე გასულმა ბელინგემმა კი 37 ქულა.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.

ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების წევრი აიტანა ბონმატი.

2024 წლის საფეხბურთო ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

65525

ქოჩორამ და წიტაიშვილმა კარგად ითამაშეს

ფიფას წლის სიმბოლური ნაკრები: ნახევარი გუნდი რეალია