in

დააბრუნეთ კრიშტიანო: რეალის პრეზიდენტს ფანებმა რონალდო თხოვეს – არ გაუშვათ ატლეტიკოში

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კრიშტიანო რონალდოს ყიდვა თხოვეს.
ესპანეთის ჩემპიონის ხელმძღვანელი ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც მისი გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება და 15 წუთის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდა.

ფანები სხვადასხვა წინადადებბს გაჰყვიროდნენ, მაგალითად მოიგონ ჩემპიონთა ლიგა მე-15-ედ, ხოლო ერთმა მათგანმა პერესს კრიშტიანოს დაბრუნება თხოვა.

„არ მისცეთ საშუალება „ატლეტიკოში“ გადავიდეს“ – თქვა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა. პრეზიდენტს რეაგირება არ მოუხდენია, ხოლო ამ წამოძახილმა სხვებში გამოიწვია მხარდაჭერა.

„მანჩესტერში“ მობურთავე რონალდოს ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. თითქოს რჩება ინგლისშიო, მაგრამ სხვა ვარიანტებზეც იწერება.

L’Équipe-მა დაწერა, რომ რონალდომ მსხვილი წინადადება უარყო საუდის არაბეთიდან, ფეხბურთელის გარემოცვამ ასევე უარყო „სპორტინგში“ დაბრუნების ვარიანტიც.

37 წლის პორტუგალიელს ორი ვარიანტი დარჩა – ან „მანჩესტერში“ დარჩენა ან „ატლეტიკოში“ გადასვლა. მადრიდული კლუბი დაინტერესებულიც არის და რონალდოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც მზად არის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანტონ პეტრეა: საბურთალოსგან ასეთ პერფორმანსს არ ველოდი…

ვიდეო: W – ბარსას ლევანდოვსკის ასო დაუმთავრდა