in

გურულმა ტრავმა მიიღო და მსოფლიო ბრინჯაოთი დაასრულა-ალახვერდოვი ნახევარფინალში ტაილანდელს შეხვდება

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საჰილ ალახვერდოვმა და ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს.

მეოთხედფინალში ლაშა გურულმა კუბელი კევინ ბრაუნი დაამარცხა და ნახევარფინალში ბრინჯაოს მედალიც გაინაღდა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების კაპიტანს ამერიკელი ომარ ჯოუნსი უნდა შეხვედროდა, მაგრამ გურულმა მეოთხედფინალური შეხვედრესისას ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მომდევნო შეხვედრას ვეღარ გამართავს. შესაბამისად, გურულმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

რაც შეეხება, საჰილ ალახვერდოვს მან ყირგიზი თურქბაი დაამარცხა და მომდევნო ბრძოლას ტაილანდელი ვუტიჩაი იურაჩაის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

შერმადინმა ვარჯიში განაახლა-გიორგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს