in

გურულიც ნახევარფინალშია-მეორე გარანტირებული მედალი მსოფლიოზე

ლაშა გურულმაც გაიმარჯვა.
მოკრივეთა ორი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) უმძიმეს ბრძოლაში მოუგო კუბელ კევინ ბრაუნს და ნახევარფინალში გავიდა, ისევე როგორც საჰილ ალაჰვერდოვი (48 კგ)

პირველი რაუნდის დაბოლოება კუბელმა უკეთესად ჩაატარა და ხუთივე მსაჯმა ის აღიარა გამარჯვებულად. მეორეში ლაშამ სიტუაცია გამოასწორა, კანადელი, სლოვაკი და გვატემალელი მსაჯები მიიმხრო, თუმცა ორ მთვლელთან, პოლონელთან და ზიმბაბველთან კუბელი 20-18 იგებდა და ბევრად უკეთეს სიტუაციაში იყო.

მაგრამ მესამე რაუნდი გურულმა აშკარად უკეთესად ჩაატარა. ბრაუნს მხოლოდ ზიმბაბველმა მიანიჭა უპირატესობა, საბოლოოდ კი 29-28, 29-28, 29-28, 28-29, 27-30 – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო ბელგრადში და ნახევარფინალშია.

4 ნოემბერს გურულის მეტოქე იქნება ამერიკელი ომარი ჯოუნზი. იმავე დღეს, საჰილ ალაჰვერდოვი ნახევარფინალში ტაილანდელ ვუტიჩაი იურაჩაის შეხვდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შვედების განაცხადი ცნობილია-ბათუმში ზლატანს ვიხილავთ

ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია