UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 19 ივნისს დაუბრუნდება და მისი მეტოქე ყაზახი დამირ ისმუგალოვი იქნება.
ისმუგალოვს შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 4 შეხვედრა აქვს გამართული და 4-ვეში გამარჯვება მოიპოვა.
“ქართველი ვიკინგისთვის” ეს ორგანიზაციაში მეორე ჩხუბი იქნება. მას 14 მარტს დონ მადჯის წინააღმდეგ ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, მაგრამ ტრავმის გამო ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია.
გურამ ქუთათელაძის ანგარიშზე კარიერაში 13 გამარჯვება აქვს. მან UFC-ში პირველი ბრძოლა მატეუშ გამროტის წინააღმდეგ გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings