საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ ბრატისლავას “სლოვანის” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც 34 წლის ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ჯაბა კანკავამ დატოვა, ეროვნულ გუნდს ამიერიდან კაპიტნის სამკლაურით მოედანზე კაშია გაიყვანს.
“ჯაბას დიდ პატივს ვცემ. ის ნომერ პირველია და მე მეორე. ნაკრების მარცხის დროს ჟურნალისტებთან მე მიწევდა მის ნაცვლად კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე ამის პრობლემა არასდროს მქონია. არც იმაზე გვქონდა მე და ჯაბას პრობლემა ვინ იყო პირველი და ვინ მეორე კაპიტანი. ვლადიმირ ვაისი მოედანზეც და მის გარეთ ძალიან კარგი პიროვნებაა. საქართველოს ნაკრები მასთან ერთად ძალიან გაიზარდა და ერთა ლიგაც მოვიგეთ. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ შეხვედრაშო დავმარცხდით. ეს ჩემი ცხოვრების და კარიერის დიდი შავი ლაქაა, რომელსაც ვერასდროს ჩამოვირეცხავ. განსაკუთრებით, გული მწყდება, რომ იმ დროს თბილისში ათასობით კაციანი დემონსტრაციები იმართებოდა და ხელისუფლებამ გულშემატკივრებს სტადიონზე შემოსვლის საშუალება არ მისცა. დიდწილად სწორედ ეს ქომაგობა დაგვაკლდა იმ შეხვედრაში”, – თქვა გურამ კაშიამ.
GIPHY App Key not set. Please check settings