საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი გურამ კაშია თათია შარანგიას საავტორო გადაცემას “სთორი” სტუმრობდა.
კაშიამ სხვა საინტერესო თემებთან ერთად, 2017 წელს მის ირგვლივ გახმაურებული ამბებიც გაიხსენა. მოგეხსენებათ, გურამ კაშიამ, რომელიც იმ დროს “ვიტესის” კაპიტანი იყო, lgbt ფერებიანი კაპიტნის სამკლავური გაიკეთა, რითაც უმცირესობებს სოლიდარობა გამოუცხადა.
“ჩემს და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი იყო. დიდი ბულინგი იყო ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ახლაც იგივეს გავაკათებ და უმცირესობებს მუდამ გვერდით დავუდგები”, – თქვა გურამ კაშიამ.
GIPHY App Key not set. Please check settings