ვილი სანიოლის მსგავსად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამაც უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
გურამ კაშია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “ნებისმიერი თამაშის წინ გუნდი წნეხის ქვეშ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ახლოს ხარ ჯგუფის მოგებასთან. სავსე ტრიბუნები ჩვენთვის არასდროს ყოფილა წნეხის მიზეზი. ეს დამატებითი მოტივაციაა და მახარებს, რომ გულშემატკივარი უბრუნდება სტადიონს. სავსე ტრიბუნების წინ დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალური მატჩის გახსენება აღარ გვინდა. სულ სხვა გარემო და სიტუაცია იყო. დღეს ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები. გუნდში კარგი, ჯანსაღი გარემოა, ყველა კარგ ფორმაშია. გვყავს ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი და მათი იმედი გვაქვს”.
nakrebi.ge
GIPHY App Key not set. Please check settings