საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა გორში უზბეკეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ვოლკოვისთვის ეს ნაკრებში ჩატარებული მეორე მატჩი და პირველი გოლია.
ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
“ბოლო სამი მატჩი გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლი მაღალ დონეზე ჩავატაროთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ კომფორტულია”, – გურამ კაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings