საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – 2:0 მოუგო პორტუგალიას. მოგეხსენებათ, ეს სადებიუტო ჩემპიონატია ჩვენი გუნდისთვის. შესაბამისად, ჩვენების პირველი გოლი ისტორიულია, რომელიც გიორგი გაგუას ანგარიშზეა. ესპანური “რეალ უნიონის” ფეხბურთელი კონტრშეტევაზე მეტოქეს კარგად გაექცა, დარტყმამდე კორპუსით დაუფარა და ზუსტად ჩასვა მეკარისგან დაბალ კუთხეში.
გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და სურვილი: რამაზ სვანაძე ამ მოგებით არ იცხოვრებს
ქართველების პირველი გოლის ავტორმა მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.
გიორგი გაგუა:
„მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა მეტოქისთვის. მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით, მივაღწიეთ სასურველ შედეგს. მადლობა ბიჭებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. ახლა კი, უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდურობამ და ერთიანობამ. დიდი ხანია ერთად მოვდივართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელობაა“.
GIPHY App Key not set. Please check settings