სეზონის დასრულების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება სატრანსფერო ჭორები და უკვე არ მარტო ჭორები. აგერ მაგალითად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია ერლინგ ჰაალანდის „სიტიში“ გადასვლა. ბევრი ვარაუდი ალბათ გამართლდება კიდეც. აი ბოლო ვერსიები.
ლევანდოვსკი – „ბარსელონას“ პრიორიტეტია. პოლონელის აგენტი ტრანსფერს რეალურს უწოდებს.
„ბარსელონა“ ახლოსაა კოუტინიოს „ასტონ ვილაში“ 15-20 მილიონ ევროდ გაყიდვასთან.
„ბარსელონას“ სურს „ნაპოლის“ მცველი ფაბიან რუისი წაიყვანოს.
ჩავი ტრანსფერებზე: „სიტუაცია მარტივი არ არის, ერთ-ერთი ურთულესი „ბარსელონას“ ისტორიაში, მაგრამ უნდა გავძლიერდეთ“.
„ბაიერნი“ გრავენბარხს იყიდის „აიაქსიდან“. ხელფასი – 4.5 მლნ ევრო.
„ბაიერნს“ სურს სადიო მანეს ყიდვა. გერმანელები უკვე ესაუბრნენ „ლივერპულის“ ვინგერის აგენტებს.
„მანჩესტერი“ „ბაიერნს“ შეეცილება „ლაიპციგის“ ლაიმერის სანაცვლოდ.
„ლაიპციგი“ ნკუნკუს ახალ კონტრაქტს თავაზობს, რომლის გამოსყიდვა 70-75 მილიონი ევრო ეღირება. ფეხბურთელი „მანჩესტერს“ და პსჟ-ს აინტერესებთ.
„მანჩესტერი“ პაუ ტორესს დაცვის ცენტრში ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევს.
„არსენალს“ აინტერესებს სტერლინგი. „სიტი“ ალბათ გაყიდის ფეხბურთელს თუ ის ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.
პსჟ და „იუვენტუსი“ პოგბას პრიორიტეტია. „მანჩესტერის“ ფეხბურთელი პრემიერლიგიდან წასვლას ანიჭებს უპირატესობას და ამიტომაც „სიტის“ უარი უთხრა.
„ზალცბურგის“ ადეიემი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავა ჰაალანდის „სიტიში“ წასვლის შემდეგ.
ლაუტარო მარტინესის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს „ინტერში“ დარჩება სურს.
„ჩელსი“ აპირებს მეკარე კეპა გაყიდოს.
„რეალი“ მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი იოვიჩი გაუშვას.
პოჩეტინომ შესაძლო „ატლეტიკი“ ჩაიბაროს. პსჟ-ში მისი ნდობა დაკარგეს.
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა „კაიზერსლაუტერნი“ ჩაიბაროს.
ალეგრის არ გაუშვებენ „იუვენტუსიდან“ იტალიის თასის ფინალის შედეგის მიუხედავად.
GIPHY App Key not set. Please check settings