ნიდერლანდური კლუბის „დენ ჰააგის“ გულშემატკივრებმა 8 ათასი ევრო შეაგროვეს და მხარდაჭერის ნიშნად ფეხბურთელებს გადასცეს.
კლუბს ამჟამად არც თუ მარტივი პერიოდი უდგას, სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და ფანებს იმედი აქვთ, რომ ეს ჟესტი მოთამაშეებს აუცილებლად დაეხმარება.
„ფეხბურთელებს ვანიშნეთ, რომ მათთან ვართ. მათ შეუძლიათ ეს ფული დახარჯონ“.
გულშემატკივრები ფეხბურთელებს შეხვდნენ კიდეც.
„მათ არ უმართლებთ და გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ მძიმე მომენტშიც მათთან ერთად ვართ. ჩვენ ამ გუნდის გულშემატკივრები ვართ და მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიქნებით”.
ნიდერლანდების ჩემპიონატში მე-17 ადგილი იმას ნიშნავს, რომ კლუბი მეორე დივიზიონში გავარდება.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings