საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ნაკრებმა სამწვრთნელო შეკრების პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი ბათუმში დღეს საღამოს ჩარტერული რეისით გადაფრინდება.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებულ მატჩებზე მედიისთვის კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და თურქული “ჰატაისპორის” ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.
“შვედეთის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან ადვილი თამაში არ იქნება. სასიხარულოა, რომ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრება, რადგან მათ წინაშე თამაში დიდ მოტივაციას გვძენს, თან ბათუმის სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფეროა”, – თქვა საბა ლობჟანიძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings