in

გულშემატკივრების დახმარებით წარმატების უფრო დიდი შანსი გვაქვს: რა ღირს დაფინანასებული ბილეთი

საქართველოს მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივართა გამგზავრებისთვის ჩარტერული რეისების სუბსიდირება გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ევრო 2024-ზე გასვლისთვის ნაკრების პრემიალური თანხა 850 ათასი ლარიდან 3 მილიონამდე გაზარდა…

დავით მუჯირი:

“მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობას! ჩვენი გულშემატკივრები, რომელთა წვლილიც ამ გამარჯვებაში დიდია, ნაკრებს გერმანიაშიც გაამხნევებენ. როგორც მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა აღნიშნეს, ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ და კიდევ ვაპირებთ ევროპის გაკვირვებას.

გულშემატკივრების დახმარებით, ამის უფრო დიდი შანსი გვაქვს, რაც ჩვენს ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა. იმ ქომაგებს, რომლებიც გერმანიაში ჩვენს თამაშებს დაესწრებიან, დამატებითი შესაძლებლობა აქვთ, კომფორტულად იმგზავრონ.

ნაკრები გერმანიის სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს: დორტმუნდში – თურქეთთან, ჰამბურგში – ჩეხეთთან და გელზენკირხენში – პორტუგალიასთან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა შეხვედრები ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით ითამაშოს. წარმატება ამაზეც არის დამოკიდებული.

რაც შეეხება პრემიას, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპორტული მიღწევებისთვის პრემიალური თანხები განისაზღვრება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის გათვალისწინებული იყო 850 ათასი ლარი. სასიხარულოა, რომ თანხა გაიზარდა და ჩვენს ფეხბურთელებს 3 მილიონი გადაეცემათ.

დარწმუნებული ვარ, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოტივაცია არ აკლიათ. მათი დამატებითი სტიმულია, რომ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ბევრი სიხარული მიანიჭონ. ამიტომ, ნაკრების თითოეულ წევრს წარმატება უნდა ვუსურვოთ”.

საქართველოს მთავრობის განცხადება ავიაბილეთებთან დაკავშირებით:

საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ევრო 2024-ის 3000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის, ღირებულება იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი.
თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული.
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან:
Georgian Wings-თან (თბილისი)
Georgian Airways-თან (თბილისი)
Wizz Air-თან (ქუთაისი)
კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდის გადარჩენას მიქაუტაძე თუ შეძლებს

კვარაცხელიაზე მშვიდად ვარ… რას აპირებს ნაპოლი