in

გულიაშვილს უდინეზე იწვევს 

ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით იტალიის სერია A-ს გუნდი „უდინეზე“ დაინტერესდა, – ეს ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

ინფორმაციის მიხედვით, „სარაევოს“ ერთ-ერთ მატჩს ხორვატი მენეჯერები ესწრებოდნენ, რომლებიც 23 წლის ქართველ თავდამსხმელს აკვირდებოდნენ და ბოსნიური კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ბოლო ცნობებით, იტალიური კლუბის, „უდინეზეს“ შესყიდვა ამერიკელ ინვესტორს სურს, რომელიც გარიგების დასრულებას ზაფხულისთვის გეგმავს. მანამდე კი კლუბი რამდენიმე საინტერესო მოთამაშის ტრანსფერზე მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი გულიაშვილია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ რიგებში 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შედეგადაც ბოსნიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

ბოლო ინფორმაციით, გულიაშვილის გადაბირება სოფიის „ლევსკისაც“ სურდა. ბულგარულმა „ტოპსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბს ამ ტრანსფერისთვის 250 000 ევრო ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა „სარაევომ“ ბულგარელთა წინადადება უარყო, რადგან ქართველის სანაცვლოდ კლუბი, მინიმუმ, 3 მილიონი ევროს მიღებას ელოდება.

„ბულგარულმა კლუბმა „სარაევოს“ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერისთვის 250 000 ევრო შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება კატეგორიულად უარყვეს. სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელებმა უბრალოდ იცინეს ამ შეთავაზებაზე“, – წერს ბოსნიური გამოცემა „ტელეგრაფი“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ლიგაზე შედეგების გაუმჯობესება სურს, ადაპტაციას კი დრო სჭირდება

საქართველომ სრული შემადგენლობით ივარჯიშა