in

გულიაშვილს ოლიმპიაკოსი იწვევს

გიორგი გულიაშვილი ბერძნულ გრანდს აინტერესებს – „ოლიმპიაკოსს“.

23 წლის ქართველი ფორვარდი დიდი ხანია ევროპული კლუბების ინტერესშია. შესაძლოა ახალი სეზონი ახალ გუნდში და ახალ ქვეყანაში დაიწყოს.

იტალიური გუნდების ვარიანტების შემდეგ იწერება პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ დაინტერესებაზე.

გულიაშვილმა „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, ჩემპიონატში კი 16 გოლითა და 4 საგოლე პასით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ, გიორგის ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გაუიცდა, თორემ აშკარად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა.

შეგახსენებთ, გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინას პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ბუნებრივია სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომაა კვარა ასეთი პოპულარული?

ქართველი „მხატვარი“, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა