in

გულიაშვილმა ისევ გაიტანა და ბომბარდირია

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში ისევ გაიტანა და 12 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენიანის „სარაევო“ სტუმრად შეხვდა „რადნიკს” და 3:2 მოუგო.

57-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა, გიორგიმ ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მიიღო და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუშვა.

გულიაშვილს პირველი ტაიმის ბოლოსაც ჰქონდა შანსი. ფლანგიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში დაარტყა, ბურთი ძელს ოდნავ აცდა.

გიორგი 88-ე წუთზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპაზე ახალგაზრდულის მეტოქეები ცნობილია: ვისთან და როდის

მიქაუტაძე იუვენტუსისთვის პრიორიტეტულია