in

გულიაშვილმა ისევ გაიტანა და ბომბარდირია: იქნებ ნაკრებშიც

გიორგი გულიაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ბოსნიის ჩემპიონატში ჩვენიანის “სარაევომ“ 3:1 მოუგო გოსკ-ს.
პირველი ტაიმის წამატებულ დროში ქართველი ფეხბურთელი სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩნდა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
„სარაევოს“ სამიდან სამი მოგება აქვს, ხოლო გულიაშვილი ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 22 წლის თავდამსხმელმა 3 მატჩში 4-ჯერ გაიტანა. პლუს ერთი გოლი კონფერენსლიგაშიც აქვს გატანილი.

მალე სანაკრებო პაუზაა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებს წინა ხაზში მაინც და მაინც დიდი არჩევანი არ აქვს, შესაძლოა გულიაშვილის გამოძახება და გუნდთან შეჩვევა და კონკურეციის გაზრდა ურიგო არ იყოს, მით უმეტეს, რომ გიორგის ახალგაზრდული ნაკრები აქვს გამოვლილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული პოსტების დადებას ისევ ვაპირებ, ხინკალი მომეწონა: ლევანტეს ხავის საქართველოს მოსწონს

ხვიჩა 4 საათი საავადმყოფოში იყო