in

გულიაშვილმა ზიდანს ვერ გაუტანა, რასინგმა წააგო

გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადას“ ესტუმრა და წააგო – 0:1.

გაგნიძე სათადარიგო იყო, გულიაშვილი ძირითადში და 58-ე წუთზე შეცვალეს.

ერთ ეპიზოდში ქართველ თავდამსხმელს გატანა შეეძლო, საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, მცველი კი მისდევდა, მაგრამ დარტყმა მოახერხა, ბურთი ზინედიან ზიდანის შვილმა, „გრანადას“ მეკარე ლუკა ზიდანმა მოიგერია.

შეფასებები: sofascore – 6.4, flashscore – 6.4.

გრანადა – რასინგი 1:0
გოლი: არნაისი (31)

„გრანადა“ 29 ქულით მე-15 ადგილზეა და 6 თებერვალს „ლეგანესს“ ესტუმრება.
„რასინგი“ 44 ქულით ლიდერია და 9 თებერვალს „მირანდესს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილი საუკეთესო გახდა: 30 წუთში 20 ქულა და მოგება

კიტე თასიდან გავარდა, ქოჩორა შეცვლაზე ათამაშეს, კვერნაძემ ლიდერობა დათმო – ლეგიონერები