ლა ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ სტუმრად „ეიბართან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირიტადში იყო და 70-ე წუთზე გაიყვანეს. შეფასებები: sofascore – 6.2, flashscore – 5.8.
ეიბარი – რასინგი 2:1
გოლები: 0:1 მარტინი (22), 1:1 ხავიერ მარტონი (71), 2:1 როდრიგესი (90+4)
გაძევება: პუერტა (84, რასინგი)
„რასინგი“ 47 ქულით მეორე ადგილზეა და 22 თებერვალს „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „აუგსბურგთან“ 0:1 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და წამატებულ დროში (90+4) ყვითელი ბარათი მიიღო.
აუგსბურგი – ჰაიდენჰაიმი 1:0
გოლი: კლოდ-მორისი (79, პენ)
„ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით აუტსაიდერია და 22 თებერვალს „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

რუმინეთის ჩემპიონატში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა და 1:0 მოუგო.
ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა. კრაიოველებმა პირველი ადგილი შეინარჩუნეს (53 ქულა).
გოჩოლეიშვილის საგოლე პასი დაბადების დღისთვის, მამარდა თასზეც არ დააყენეს – ლეგიონერები
პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ შინ „ფამალიკაო“ 1:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი განაცხადშიც არ ყოფილა, ხოლო სტუმართა რიგებში ოთარ მამაგეიშვილი სათადარიგო იყო.



GIPHY App Key not set. Please check settings