in

გულიაშვილი უდინეზეს აინტერესებს, ბულგარელებმა სასაცილო თანხა თქვეს

გიორგი გულიაშვილის გადაბირება იტალიის სერია A-ს ბინადარ “უდინეზესაც” სურს, – ბოსნიური “სარაევოს” თავდამსხმელზე ექსკლუზიური ინფორმაცია ამერიკაში მცხოვრები ქართველი მენეჯერისგან შევიტყვეთ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბულგარულმა “ტოპსპორტმა” გამოაქვეყნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფორვარდის აყვანას სოფიის “ლევსკიც” გეგმავდა.

“კლუბმა არც განიხილა ქართველი ფორვარდის გადაბირებაზე სოფიის “ლევსკის” წინადადება, რომელმაც კლუბს სასაცილოდ პატარა თანხა, 250 000 ევრო შესთავაზა”, – წერს ბოსნიური გამოცემა “ფაქტორი”.

რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას, გულიაშვილთან დაკავშირებით “უდინეზესა” და “სარაევოს” შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

“ჩემი ინფორმაციით, “უდინეზეს” შესყიდვა ამერიკელ ინვესტორს სურს, რომელელიც გარიგების დასრულებას ზაფხულში გეგმავს, მანამდე კი საინტერესო ფეხბურთელების გადაბირებას აპირებს.

ასეთ საინტერესო მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გულიაშვილია, რომელზეც ხორვატმა მეგობრებმა მკითხეს და მათგან შევიტყვე, რომ გულიაშვილის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვთ.

ხორვატი მენეჯერები ბოსნიაში “სარაევოს” თამაშზე იმყოფებოდნენ, გიორგის აკვირდებოდნენ და მოლაპარაკებას კლუბის ხელმძღვანელობასთან აწარმოებდნენ”, – ასეთია ბოლო ინფორმაცია.

მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ დროისთვის ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილს და კოპენჰაგენს არ გაუმართლა, მიქაუტაძეს მომდევნო ეტაპზე: ევროტურნირების წილისყრის შედეგები

სანდრო 22 წუთი ათამაშეს, გოგა 18 წუთი: ორივემ წააგო