გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერ სანტანდერის „რასინგში“ გადადის.
„ქართველი თავდამსხმელი გუნდს ტოვებს და მალე „რასინგის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება“, – იუწყება ბოსნიური სპორტული მედია.
„სარაევო“ ამჟამად წინასასეზონოდ ანთალიაშია. გიუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა, მაგრამ დაიწერა, რომ ქართველი რჩებოდა.
ჩვენიანი შვედურ აიკ-ს სურდა, მაგრამ ეს გარიგება არ გამოვიდა. ალბათ ასე უკეთესიცაა, რადგან „რასინგი“, მით უმეტეს თუ ლა ლიგაში დაბრუნდა, ბევრად კარგი ვარიანტია.
გულიაშვილი „სარაევოს“ 2023/2024 წლების სეზონში შეუერთდა. ერთი სეზონი იჯარით „ველეჟში“ გაატარა.
„რასინგი“ ლა ლიგა 2-ში, 20 ტურის შემდეგ (სულ 42 მატჩია ჩასატარებელი), 38 ქულით პირველ ადგილზეა და მდევრებს მცირედით უსწრებს.


GIPHY App Key not set. Please check settings