საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი შესაძლოა თურქეთში გადავიდეს.
Samsun Haber-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელით ორი კლუბი – „სამსუნსპორი“ და „ტრაბზონსპორი“ არიან დაინტერესებული.
„სამსუნსი“ გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა და ახლა სურს გუნდი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით გააძლიეროს.
ტექნიკური და სწრაფი ქართველი სწორედ ასეთი ფეხბურთელია, მას შეუძლია გუნდს მრავალფეროვნება და შეტევაში მობილურობა შესძინოს, წერენ თურქები.
ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლას აპირებს „ტრაბზონიც“, რომელმაც გასული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
გიორგი გულიაშვილს „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს და მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 2-3 მილიონი ევროა.
თავად გიორგის კარიერის თურქეთში გაგრძელება სურს და „სამსუნსპორთან“ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings