in

გულიაშვილის ტრანსფერზე შტურმი სარაევოს შეუთანხმდა, მაგრამ…

გიორგი გულიაშვილი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ თავდამსხმელის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, – ამის შესახებ Geo Team-ი და ავსტრიული გამოცემა laola1.at-ი იუწყებიან.

„გულიაშვილი ტრანსფერის ზღვარზე იყო, მაგრამ ბოლო წუთს ყველაფერი ჩაიშალა. ქართველი თავდამსხმელი გრაცის „შტურმში“ უნდა გადასულიყო.

„შტურმმა“ შეთანხმებას მიაღწია „სარაევოსთან“, მაგრამ ტრანსფერი ბოსნიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მათიას ლეტერმემ შეაჩერა. მან ფაქტობრივად ბოლო წუთს გააუქმა ტრანსფერი და ამიტომ ქართველი ფეხბურთელი „სარაევოში“ დარჩა. გულიაშვილის მომავალს ბევრ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის ტოპ-5 ლიგების წარმომადგენლებსაც.

ეს ყველაფერი აშკარად მოქმედებს მასზე. ის ჯერ შარშანდელის მსგავს ფორმაში არ არის, რასაც გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰუსრეფ მუზემიჩმაც გაუსვა ხაზი. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერლიგის ახალ სეზონში ქართველ ფეხბურთლს ჯერ გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა აქვს“, – წერს laola1.at-ი.

გულიაშვილი „სარაევოს“ თბილისის „იბერიიდან“ შეუერთდა, გარკვეული პერიოდი კი „ველეჟ მოსტარში“ იჯარით გაატარა. ამჟამად გიორგი საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა და თურქეთსა და ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთში თამაში ბავშვობის ოცნება იყო: ტაბატაძის მთავარი ოცნება საქართველოს ნაკრებია