in

გულიაშვილის სამი პასი: წიტაიშვილი შეცვალეს, გოჩოლეიშვილი შევიდა, ზურიკომ ითამაშა – ლეგიონერები

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის “სარაევომ” შინ 4:0 დაამარცხა “ჟელეზნიჩარი”. გუნდის ქართველმა კაპიტანმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სამი ასისტი მიითვალა.
ლამის ყველა შეტევა მისგან იწყებოდა. თავადაც შეეძლო გატანა. შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამ სეზონში გულიაშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 8 საგოლე პასია.

ბუნდესლიგის მე-13 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ შინ „ვერდერი“ დაამარცხა – 3:2.
ქართველი მცველი თადარიგში იყო და 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ჰამბურგი“ 15 ქულით მე-13 ადგილზეა და 13 დეკემბერს სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ შეხვდება.
ჰამბურგი – ვერდერი 3:2
გოლები: 0:1 სტაგე (45), 1:1 სამბი-ლოკონგა (63), 2:1 ვუშკოვიჩი (75), 2:2 ნჯინმა (78), 3:2 პოულსენი (84)

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში „მეცი“ გასვლაზე „ოსერთან“ დამარცხდა – 1:3.
გიორგი წიტაიშვილი ძირითადში იყო და 68-ე წუთზე გაიყვანეს. შეფასებები: sofascore – 6.4, whoscored – 6.3, flashscore – 6.3.
გიორგი აბუაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
„მეცი“ 11 ქულით აუტსაიდერია და 13 დეკემბერს პსჟ-ს უმასპინძლებს.

იური ტაბატაძის „კადისმა“ ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერს, სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა, მოგების შანსი ხელიდან გაუშვა და 2:3 წააგო.
ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო და მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.
„კადისი“ 17 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-9 ადგილზეა.

ლიგა 2-ის მე-16 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „დიუნკერკთან“ დამარცხდა – 0:1 (გოლი: ბარდელი, 74).
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„სენტ-ეტიენი“ 29 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 3 ქულით ჩამორჩება და 13 დეკემბერს „ბასტიას“ უმასპინძლებს.

ბუნდესლიგის მე-13 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ შინ 2:1 დაამარცხა „ფრაიბურგი“. მასპინძელთა გუნდის განაცხადში ტრავმის გამო ისევ არ ყოფილა ქართველი თავდამსხმელი.
„ჰაიდენჰაიმმა“ კი ზედიზედ მეორე მატჩის შემოტრიალება მოახერხა, გამარჯვების გოლი 90+4 წუთზე გაიტანა, 11 ქულით მე-16 ადგილზეა და 13 დეკემბერს, სტუმრად „სანკტ პაულის“ შეხვდება.

შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის ჩემპიონატში მე-2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა 77-ე წუთზე თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, “ჩერკასიმ” “ობოლონი” 3:0 დაამარცხა. ნონიკაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს და გაფრთხილება მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვათენებთ: როდის დაიწყება მუნდიალზე თამაშები – ფიფამ განრიგი ჩამოწერა

ლოჩოშვილმა გერმანიაში პირველი გოლი გაიტანა