in

გულიაშვილის ნაცვლად გორდეზიანმა გაიტანა, ბუდუს არყოფნაში ბოლოს წააგეს – ლეგიონერები

ბოსნიის პირველობაზე, ქართველების „სარაევომ“ სტუმრად „გოშკ გაბელა“ დაამარცხა 2:0. გიორგი გულიაშვილს სათასაო მატჩში მიღებული ტრავმის გამო არ უთამაშია, სამაგიეროდ, მის არყოფნაში გოლი გაიტანა გორდეზიანმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-4 დამატებულ წუთზე შეცვალეს.
53-ე წუთზე ფლანგური პასის შემდეგ მცველთან ჭიდილში მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა. გოლი VAR-მა ჩათვალა, გადაამოწმეს გორდეზიანს ბურთი ხელზე ხომ არ მოხვდა.

სეგუნდა დივიზიონის 34-ე ტურში „გრანადამ“ შინ „ალმერია“ 3:1 დაამარცხა.
გიორგი წიტაიშვილმა 78-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: sofascore – 7.2, flashscore – 7.0.
„გრანადა“ 52 ქულით მე-8 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 ქულა აშორებს და 13 აპრილს „ალბასეტეს“ ესტუმრება.

ბუნდესლიგის 28-ე ტურში ტრავმირებული ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ შინ „ბაიერთან“ სულ ბოლოს დამარცხდა – 0:1. მასპინძლები გოლი კომპენსირებულ დროში გაუშვეს და 3 წაუგებელი მატჩის შემდეგ წააგეს.
„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით მე-16 ადგილზეა და 13 აპრილს ფრანკფურტში „აინტრახტს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე შეცვლაზე შეუშვეს, პასამდე ცოტა დააკლდა, ლიონმა კი კონკურენტი დაამარცხა

მამარდა პენალტამდე ვინისიუსს დაენიძლავა: რა მოხდა…