in

გულიაშვილის დრამა, უკრაინის სტარტი და ასისტები: ლეგიონერები

უკრაინის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ ტურში „შახტარმა“ გადახალისებული შემადგენლობით ტერნოპოლში კამენეც-პოდოლსკის „ეპიცენტრი“ 1:0 დაამარცხა.
ორივე ქართველი, ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითადში იყვნენ. აზაროვი 58-ე წუთზე შეცვალეს, გოჩოლეიშვილი კი 76-ეზე.

სლოვაკეთში, გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავამ“ სტუმრად 1:0 მოუგო „ტრენჩინს“. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა თამაში. თავად მოისწრაფიშვილმა კი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა შედეგიანი მოქმედება – 2 საგოლე პასი 2 ტურის შემდეგ. 67-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს. შეფასება – 7.3.

ბოსნიაში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ უხვგოლიანი მატჩი ითამაშა „რადნიკთან“ – 4:4. „სარაევო“ 3:0-ის იგებდა, 4 გაუშვა და ბოლოს გადაარჩინა თამაში. ჩვენიანმა ვერ გაიტანა, თუმცა შანსები ჰქონდა. მის ანგარიშზე ასისტია. შეცვალეს 75-ე წუთზე.

რუმინეთში, სტუმრად 3:2 დაამარცხა “კლუჟი“ ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“. ქართველმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: შეასრულა 2 საგოლე პასი. შეფასება 7.9 დაუწერეს და მხოლოდ 0.1-ით ჩამორჩა მხოლოდ დუბლის ავტორს პარტნიორს.

ამერიკაში, Leagues Cup-ზე, საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ გასვლაზე 3:2 მოუგო მექსიკურ „უნას“. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. საბამ საგოლე პასი მიითვალა. მანამდე კი, როცა მასპინძელთა მეკარე კეილორ ნავასს ავტოგოლი გაუფორმეს, თავისუფლად შეიძლებოდა, ლობჟანიძეს ჩათვლოდა. საბამ თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.0.

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა და „კრაკოვიას“ გდანსკის „ლეხთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველმა მცველმა მე-3 ტურის შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ყვითელი ბარათი მიიღო (64-ე წუთზე), მატჩის ბოლოს კი მისი გადაცემის შემდეგ ფილიპ სტოიკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და კრაკოველებმა ქულა მოიპოვეს.
კაკაბაძის თამაში 7.4 ქულით შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ სტოიკოვიჩმა დუბლი შეასრულა, ოთარს, აიდინ ჰასიჩთან ერთად, გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

ამავე ტურში პლოცკის „ვისლაში“ შეცვლაზე ითამაშა სანდრო კალანდაძემ, რომლის გუნდმაც საშინაო კედლებში გლივიცეს „პაისტი“ 2:0 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა მცველმა 20 წუთზე მეტი ითამაშა და შეფასება 6.3 ქულა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილი სენტ ეტიენით გაღიზიანებულია და ტეტს-მატჩები არ ითამაშა