in

გულიაშვილის და გუგეშაშვილის სუპერმატჩები: რას შვრებიან ლეგიონერები ევროპაში

საბერძნეთში, პანსერაიკოსმა“ სტუმრად 1:0 მოუგო „ვოლოსს“, რაშიც უდიდესია ქართველი მეკარის ლუკა გუგეშაშვილისწვლილი – 7 სეივი და საუკეთესო შეფასება: 8.0. ეს გუგეშაშვილის პირველი “მშრალი” მატჩია მიმდინარე ჩემპიონატში.

ბოსნიაში, მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა, რომლის „სარაევომ“ 4:0 დაჩაგრა „ველეჟი“.
გულიაშვილმა ყოფილ გუნდს (გასულ სეზონში “ველეჟში” იყო განათხოვრებული) გაუტანა და 9 მატჩში 9 გოლით ტურნირის ბომბარდირია.

გურამ კაშიამ „სლოვანში“ „ტრნავასთან“ მოგებული მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა, 1:0 მოიგო და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მორიგი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა გათამაშების ლიდერს, პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ოთარმა მატჩის დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო. წაგების მიუხედავად, კაკაბაძემ გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.1 ქულა.

დანიაში, „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ვეილე“ 3:1 დაამარცხა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 6.8.

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ითამაშა და „ლინცს“ 1:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე შევიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას ყოფილ გუნდში ოვაციებით შეხვდნენ, ლევანტემ დერბი წააგო

შერმადინის ტენერიფემ გრანადაში მოიგო: გიოს მხოლოდ 10 წუთი და 2 ქულა აქვს