in

გულიაშვილით ზაგრების დინამო დაინტერესდა

ზაგრების „დინამოს“ წარმომადგენელი და ხორვატიის ნაკრების ლეგენდა ზვონიმირ ბობანი ახალ თავდამსხმელს ეძებს. შესაძლოა, მან გიორგი გულიაშვილი დაიმატოს, – საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ თავდამსხმელზე ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა ავრცელებს.

ზაგრების „დინამომ“ ახალი თავდამსხმელი იპოვა?

„ზაგრების „დინამომ“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ სასურველი თავდამსხმელი უკვე შეარჩია. ხორვატულმა გუნდმა ზამთრის პაუზის დროს, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გულიაშვილი დაიმატოს.

24 წლის გულიაშვილი ამჟამად „სარაევოს“ ღირსებას იცავს. მას შეტევის სამივე პოზიციაზე უთამაშია, თუმცა ძირითადად ცენტრალური თავდამსხმელის ამპლუაში გამოდის. ბოსნიურ გუნდში მან სულ 66 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ის მონაცემებით, გიორგი გულიაშვილის სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და ის კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.

ზაგრებელებისთვის ამ პოტენციურ ტრანსფერს აზრი შემდეგი მიზეზების გამო აქვს – ცოტა ხნის წინ თავდამსხმელმა სანდრო კულენოვიჩმა ზაგრების „დინამოს“ კაპიტნობა დაკარგა, გუნდში კი მწვრთნელი შეიცვალა, რამაც კლუბიდან მისი წასვლის შესახებ ჭორები გამოიწვია. გარდა ამისა, დიონ დრენა ბელიო სასურველ ფორმას ვერ ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ზვონიმირ ბობანმა შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყოს“, – წერს ბოსნიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა: დვალიშვილის პრესკონფერენცია

ვიდეო: მამარდას მოგერიება შეიძლება თვის სეივი გახდეს