in

გულიაშვილით ბოლონია დაინტერესდა, მაგრამ ქომაგებს მისი გაშვება არ უნდათ

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული გიორგი გულიაშვილი ბოლო დროს ძალიანკარგად თამაშობს თავის კლუბში. შესაბამისად, მან არა მარტო ჩვენი ნაკრების მწვრთნელების, არამედ უკეთესი გუნდების ყურადღებაც მიიპყრო.

ბოსნიური “სარაევოს” 23 წლის თავდამსხმელით იტალიური “ბოლონია” დაინტერესდა.

გულიაშვილი ამჟამად „სარაევოს“ მთავარი ფეხბურთელია, 9 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ჩვენიანის სატრანსფერო ფასი 800 ათასია, რაც მოგეხსენებათ სულაც არ არის დიდი თანხა, მით უმეტეს სერია ა-ს კლუბისთვის.

გიორგის “სარაევოსთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბოლონია” “ემპოლის” მცველს საბა გოგლიჩიძეს აკვირდება.

თუმცა რამდენად შეელევა „სარაევო“ ქართველს, ეს ცალკე საკითხია. გიორგის იქ უკვე ძალიან აფასებენ. ჟურნალისტები და გულშემატკივრები წერენ, რომ კლუბს ბოლო წლებში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია.

გულშემატკივრები პირდაპირ წერენ, რომ გულიაშვილი გუნდიდან არანაირ ფასად არ უნდა გაუშვან, ის ჩვენი კვარაცხელია არისო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი ტურის სიმბოლურშია, უკვე მეოთხედ

ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია… დაკარგავს თუ არა კვარაცხელია ძირითადში ადგილს