in

გუგეშაშვილი იჯარით ატრომიტოსში გადავიდა

ბერძნული პაოკ-ის ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იჯარით „ატრომიტოსში” ითამაშებს. ამ კლუბს „სამპდორიას” მეკარე გაეტან კუკეს გადაბირება უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა და ქართველზე გადაერთო. გუნდის მოლდოველმა მეკარემ ალექსეი კოშელევმა ტრავმის მიიღო და ახალი მეკარე ამიტომ გახდა საჭირო. ახლა ჩვენიანის კონკურენტი 31 წლის ლეფტერის ხუტესიოტისი იქნება.

ლუკა “ატრომიტოსში” ზაფხულამდე დარჩება და მერე პაოკ-ს დაუბრუნდება. 26 წლის გუგეშაშვილს სალონიკურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ზაფხულში გადაწყდება დარჩება ამ გუნდში თუ სხვაგან წავა.

როგორც ბერძნულ პრესაში იწერება, ლუკას მწვრთნელ რაზვან ლუჩესკუსთან პრობლემა ჰქონდა და თამაში ამიტომ არ უწევდა.

19 ტურის შემდეგ „ატრომიტოსი“, რომელიც ათენის გარეუბნის გუნდია, საბერძნეთის ჩემპიონატში 17 ქულით მე-11 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

მესი, რამოსი, ფლორენცია, ხინკალი… საბა გოგლიჩიძის ბლიცი უოტფორდთან