პრემიერ ლიგის პირველ ტურში, მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“, სტუმრად „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება და წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რას ჰკითხავდნენ გუარდიოლას, როდესაც გუნდმა ჰოლანდი დაიმატა? – სწორად გამოიცანით.
„წარმოდგენა არ მაქვს ის რამდენს გაიტანს. ჩვენ არ წავაგებთ ერლინგისთვის და არ მოვიგებთ ერლინგისთვის. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვადაპტირდებით მეტოქის მესამედში მისთვის, რათა საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნოს. თუკი ის დაეჭვდება საკუთარ შესაძლებლობებში შევახსენებ, რომ ახალგაზრდულ ასაკში უამრავი გოლი გააქვს და ეს უნარები არსად ქრება, თუმცა ახლა ამ შეკითხვაზე ვერაფერს გეტყვით. ჰოლანდმა ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად ითამაშა 90 წუთის განმავლობაში, თან „ლივერპულის“ წინააღმდეგ და საერთოდ არ მიკვირს რომ სრული პოტენციალი ვერ გამოაჩინა. მე მისი მჯერა!“
ასეთი შემტევი და დამცველი იყო გუარდიოლა, რადგან მან ძალიან კარგად იცის ბრიტანული მედიის ძალა. არ მოუნდეთ, თორემ მთას გადადგამენ და ამ წნეხისგან მოთამაშის დაცვა ძალზე მნიშნელოვანია. ხომ გახსოვთ, გასულ სეზონში ლამის ყოველ პრესკონფერენციაზე გრილიშის შესახებ ისმოდა კითხვები, რატომ გადაიხადეთ 100 მილიონზე მეტი მას გოლები ხომ ვერ გააქვსო და ბოლოს პეპი ისე გაღიზიანდა პირდაპირ თქვა: მე ის გოლების გასატანად არ მომიყვანია და რასაც ვითხოვ იდეალურად აკეთებსო. გრილიში ინგლისელია და იცის, მაგრამ ჰოლანდის მზაობის შესახებ ბრიტანული პრესის დამადუმებელ ლაშქრობაში არაფერი ვიცით…
გასულ კვირას ჰოლანდმა “ლივერპულის” წინააღმდეგ სუპერთასზე ითამაშა და ძალზე უღიმღამო პერფორმანსიც გამოუვიდა. ვირჯილ ვან დაიკმა ერლინგი უბრალოდ შთანთქა და ამ თემას აგუეროც გამოეხმაურა: ის ასეთ წნეხს მიჩვეული არ არის, ჰოდა მოგესალმებით პრემიერ ლიგაშიო…
GIPHY App Key not set. Please check settings