in

გუარდიოლა: “ბარსაში” მესი მყავდა, მიეცით პოტერს დრო

საინტერესოა. გუშინ, ინგლისის ასოციაციის თასზე “სიტიმ” “ჩელსის” 4:0 გადაურბინა და ყოველგვარი კითხვისნიშანი მოსპო, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ “ჩელსის” ქომაგებმა თომაშ ტუხელის მხარდამჭერი შეძახილები შემოგვთავაზეს: ” ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, თომაშ ტუხელი გვყავსო”.

უკვე აქტიურად იწერება, რომ ტოდ ბოელიმ, შესაძლოა, გრემ პოტერი თანამდებობიდან დაითხოვოს, თუმცა ეს მოარული ხმებია. ჰო, პეპის კომენტარიც საინტერესოა:

“დრო ყველას სჭირდება. მე გამიმართლა, რადგან მესი მყავდა და დრო არ დამჭირვებია, თუმცა პოტერს უნდა აცადოთ, სხვაგვარად არ გამოვა”.

“ჩელსი” მე-10 საფეხურზეა და ოთხეულს მთელი 10 ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე ფედერაციის პრეზიდენტს დაუპირისპირდა: ზიდანი ლეგენდაა!

FA-მ “სიტისა” და “ჩელსის” მატჩზე გამოძიება დაიწყო – მიზეზი ჰომოფობიური ჩენთებია